”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მაღაზიებში პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს

xinkaliახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს.

მათ  პროდუქტი 2015 წლის 19 თებერვალს შემდეგ მაღაზიებში შეიძინეს:

1.  საბარგო სადგურზე, მაღაზიაში შპს „დიაკონაშვილი“ შპს „გიოს“ მიერ წარმოებული ხორცის პელმენი.

2.  თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, ი.მ. ხათუნა ჯავახაძის კუთვნილ მაღაზიაში  შპს „რაჭას“ ხინკალი.

3.  ასპინძის ქუჩაზე მდებარე ი.მ. ბარსეგიანის კუთვნილ მარკეტში შპს „პინოს“ პელმენი.

მოხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა ნიმუშები ლაბორატორიაში ჩააბარეს.  მიღებული შედეგების თანახმად, სამივე ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენოზი აღმოჩნდა,  რომელიც ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ცენტრის ინფორმაციით, დარღვევის შესახებ ეცნობა მწარმოებლებს, მაღაზიების მეპატრონეებს, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე