”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში შშმ პირების უფლებებს 25 ადამიანი დაიცავს

ახალციხეში 25–მდე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებს დაიცავს. სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე ადგილობრივები, ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას შეისწავლიან, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შშმ პირთათვის შესამისი გარემოს შექმნას მოთხოვენ. პროექტს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ ახორციელებს. იგი რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება.  არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ისინი ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგსაც მოახდენენ. დააკვირდებიან, მიმდინარეობს თუ არა   ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობა  სტანდარტების დაცვით ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გადაადგილებისას პრობლემები არ შეექმნათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე