”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი აირჩიეს

imeda mgebrishvili

იმედა მღებრიშვილი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 16–მა დეპუტატმა გაიარა. მღებრიშვილის კანდიდატურას მხარი 16–ვე მათგანმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლებმა არ მიიღეს.

11026653_668176329959085_810350466_nიმედა მღებრიშვილის განმარტებით, დღეს შესაბამისი ოქმი შედგება და მუშაობას იგი ოფიციალურად 5 მარტიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე დღეს, 4 მარტს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. აღნიშნულს მხარი 21 დეპუტატიდან 17–მა მათგანმა დაუჭირა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე