ახალციხის მუნიციპალიტეტში ხვნის ბარათების დარიგება განსაზღვრულ ვადებში ვერ მოესწრო. სოფლების ნაწილში მოსახლეობას ბარათები ამ დრომდე არ მიუღია. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, პროცესის შეფერხება ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენელთა ნაკლებობამ გამოიწვია. ბარათები არ მიუღიათ სვირის, ბოგის, ტატანისის, ელიაწმინდის, ანისა და წყრუთის მოსახლეობის ნაწილს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ბარათების დაგვიანება ადგილობრივებს სამეურნეო საქმიანობაში პრობლემას არ შეუქმნის.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ბარათების საჭირო რაოდენობა 19 თებერვალი მიიღო. უწყების დავალებით, სოფლებში მათი გაცემის პოროცესი 5 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2 მარტის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში ხვნის ბარათების მხოლოდ 65%–ია დარიგებული. გამგეობაში განმარტავენ, რომ პარალელურ რეჟიმში შპს ,,მექანიზატორის“ ტექნიკით სოფლებში მიწის ფართობების ხვნა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშოებისათვის მექანიზაციის ცენტრის 12 ტრაქტორი იმუშვებს. რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც საკუთრებაში 0.25 ჰა ფართობი აქვთ, მათ კუთვნილ აგრო ბარათებზე 50 ლარის ექვივალენტით თანხა დღეს დაირიცხა. მოსახლეობას ბართების გამოყენება 1 დეკემბრამდე შეუძლია.