ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობაზე უნდა აღდგეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულება, გოგოლაძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნო.
სხდომას ახალციხის რაიონულ სასამართლოში “თავსუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიაც დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ შალვა გოგოლაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მხარემ შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა: 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობა, გოგოლაძის აღდგენა თანამდებობაზე და მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
You must be logged in to post a comment.