”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალგაზრდებმა მერიას ქალაქის დასუფთავების აქციაში ჩართვა სთხოვეს

“World Vision“-ის სასკოლო კლუბმა ახალციხის მერიაში პროექტის პრეზენტაცია გამართა. მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დასუფთავების აქციაში თანამონაწილეობა შესთავაზეს და პროექტის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს.

“World Vision“–ის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის თქმით, მეექვსე სკოლამ მათ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც სასკოლო კლუბი სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის ერთ–ერთი რაბათის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაა. ნინო ლომიძის განმარტებით, კლუბის წევრებმა მერიას თანხების სიმცირის გამო მიმართეს.

ქალაქის პირველმა პირებმა პროექტი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მერია ნებისმიერ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე