”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

patruli30 წლამდე მამაკაცმა ახალციხეში თავის მოკვლა სცადა. შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს ახალციხეში მოხდა. როგორც ტელეკომპანია ,,მე-9 არხისათვის” გახდა ცნობილი, მამაკაცმა ვენები გადაიჭრა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებას თავადვე დაუკავშირდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული, ახალციხის  #7-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობდა საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

ამ დრიოსათვის, დაზარალებული ,,უნიმედი სამცხეშია” გადაყვანილი. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგი მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის მოკვლა ტოტალიზატორში წაგებული თანხის გამო გადაწყვიტა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე