”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

„ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი წევრი გარდაცვლილი ნახეს

380320_322831147786534_1548433816_n     ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, გაგა ივანიძე, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს. შემთხვევა სოფელ ურაველში, 27 თებერვალს,  დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა იპოვნეს.

გაგა ივანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა.  მან 2013 წელს თანამდებობა დატოვა და პარტია ახალციხის შტაბს შეუერთდა, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგი არც აღნინშული პარტიის წევრი იყო.

როგორ შშს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, საქმე სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს, მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით, ანდა მისი პატივის, ან ღირსების სისტემატური დამცირებით. ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE