”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ანსამბლი “ახალციხე” საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“  ბორჯომში გაემგზავრა, სადაც იგი მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს.  ქორეოგრაფის განმარტებით,  მაყურებლის წინაშე ისინი ცეკვა აჭარულით  წარსდგებიან და იმედოვნებენ, რომ საპრიზო ადგილებსაც მოიპოვებენ.

ანსამბლ ახალციხეს“ ფესტივალში მონაწილეობისთვის ფინანსური მხარდაჭერა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაუწია.

საერთაშორისო ფესტივალი  „ოქროს ცერი“ ბორჯომში 27- 28 თებერვალს და 1 მარტს გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე