”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები გზის პროექტის შეცვლას მოითხოვენ

ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებმა, დასახლებაში დასაგები გზის სიგანე გააპროტესტეს. ადგილობრივებმა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამშენებლო პროექტი არასწორად არის დაგეგმილი და გზა ვიწროა, სამაგიეროდ განიერია ბორდიური, ამიტომ ისინი მერიასაგან სამშენებლო პროექტის შეცვლასა და სავალი გზის გაფართოებას მოითხოვენ.

ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათთან შესახვედრად მოადგილეები მივიდნენ. ზაზა თამარაშვილი ადგილობრივების პრობლებლემებს გაეცნო, სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერა და დაპირდა, რომ მშენებელ კომპანიას დაელაპარაკება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ზარზმელის ქუჩაზე გზის მშენებლობას ადგილობრივი შპს „ასტორია“ ახორციელებს. ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2015 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე