ახალციხის რაიონულ სასამართლოში დავით კუბლაშვილის პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს. მარიკა ჩიტაშვილის განმარტებით, კუბლაშვილის მოთხოვნით, სხდომა მის გარეშე გაიმართება.
პროცესს ესწრებიან ყარათუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და თანასოფლელები.
ბრალდებულის ინტერესებს, კვლავ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სამი ადვოკატი იცავს.
სასამართლო სხდომა 12:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილმა 28 აგვისტოს ღამეს, შვილთან შელაპარაკების გამო, სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ბექა სირბილაძე კი ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
You must be logged in to post a comment.