”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დავით კუბლაშვილი ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო

sasamartloდავით კუბლაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინეს, რომლის თანახმადაც იგი შეურაცხადია.

ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მკვლელობის მომენტში კუბლაშვილი აცნობიერებდა რას აკეთებდა. დაკავების შემდეგ კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატების თქმით, დავით კუბლაშვილი წაყენებულ ბრალს აღიარებს.

ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა იქნას გადაყვანილი.

აღნიშნული ბრალმდებელმა მხარემ გააპროტესტა.

მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილება, დაეთანხმება თუ არა იგი ექსპერტიზის დასკვნას, ცნობილი რამდენიმე წუთში გახდება.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ბრალდებულის მოთხოვნით, მის გარეშე მიმდინარეობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე