”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესს თანასოფლელთა დიდი ნაწილი ესწრება

sasamartlooადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესს, გარდაცვლილი ახალგაზდების ოჯახის წევრებთან ერთად, თანასოფლელთა დიდი ნაწილი ესწრება. სამი ახალგაზრდის – ვაჟა ნარიმანიშვილის, გიორგი სირბილაძისა და ბორის სირბილაძის ოჯახის ახლობლები სასამართლოში გარდაცვლილი შვილების ფოტო–სურათებით მივიდნენ.

როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება, პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილია. ბრალდებულის ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში, 28 აგვისტოს საღამოს  მკვლელობა მოხდა. ბრალდებულის შვილთან შელპარაკება ტრაგედიით დასრულდა.

სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე,  დავით კუბლაშვილმა  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ხოლო ერთი მათგანი –  ბექა სირბილაძე ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, მისი ოჯახი კი იმავე ღამეს სოფლიდან გაიყვანეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დავით კუბლაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი დღეს, 23 თებერვალს პირველად ტარდება. ამ დრომდე, ჩანიშნული სხდომები რამდენჯერმე გადაიდო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე