ხმაურია ამ წუთებში ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ყარათუბნელები პროცესის გადადებას აპროტესტებენ.
სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდებული არ გამოცხადდა. მოსამართლის განმარტებით, მას ჰიპერტონიული კრიზი დაუდგინდა. (სისტოლური და დიასტოლური წნევის მკვეთრი მატება, რომელსაც თან სდევს რიგი სიმპტომები: თავის ტკივილი და თავბრუხვევა, ღებინება და გულისრევის შეგრძნება, გულის ფრიალი და ტკივილი გულის არეში)
ადვოკატების თქმით, აღნიშნული მათთვის მოულოდნელი იყო.
სასამართლო სხდომა 24 თებერვალს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
You must be logged in to post a comment.