”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში 31 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება

314G6242_01.AVI_000001160ახალციხის მუნიციპალიტეტში 31 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება. ორ პოზიციაზე ვაკანსიას  საკრებულო აცხადებს, ხოლო ოცდაცხრაზე გამგეობა. აქედან, ექვსი შტატი ახალია.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით,  გამგეობის საკონკურსო პირობები სტანდარტულია. ილია ზარდიაშვილის თქმით,  კანდიდატს იმ ხუთი ძირითადი კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება, რომელიც მოხელისთვის  უფლება-მოსილების განხორციელებისას აუცილებელია. მათ ასევე მოეთხოვებათ ქართულ ენაზე გამართულად წერა-კითხვის უნარი, კომპიუტერული უნარ-ჩვევები და სხვა.

„განათლებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოზიციაზე არის კონკრეტული მოთხოვნა. მაგალითად, განყოფილების უფროსისა და მთავარი სპეციალისტის შემთხვევაში ეს არის უმაღლესი განათლება, ხოლო წამყვანი, უფროსი და უბრალოდ, სპეციალისტის თანამდებობებზე სამსახურების მიხედვით იყოფა: უმაღლესი, ტექნიკური და საშუალო განათლება“ – განმარტავს ილია ზარდიაშვილი.

კონკურსი 31 ვაკანტურ პოზიციაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე