”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს ცვლილებებით განხორციელდება

sofeliსოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. ახალი რეგულაციების მიხედვით,მუნიციპალიტეტს  შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთებიგააერთიანოს  და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით,  აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.

თუ შარშან  სოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით  ხდებოდა. ახლა მთავრობის განკარგულებით თანხის გამოყოფა  მუნიციპალიტეტისთვის ხდება და უკვე ის უმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს  პროექტისათვის თანხას.   შესაბამისად, სოფლებისკრებები ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს, პროექტების დასაფინანსებლად. ადგილობრივიხელისუფლება ანაწილებს თანხებს, აცხადებს ტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს, ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ.

რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას. ამასთან, სამინისტროს, მსუბუქი მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით, უფლება აქვს დაინტერესდეს, იხარჯება თუ არა თანხები სოფლის მიერ  განსაზღვრული და მოთხოვნილი მიმართულებით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე