”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში შაშში ტურნირი გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, შაშში  ტურნირი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, მსურველებმა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან  მიიღეს.  მასში სხვადსხვა ასაკობრივი კატეგორიის 30–მდე მონაწილე ჩაერთო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა. შესაბამისად,  გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი დაიხარჯა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე