”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არალში სახნავ-სათეს ნაკვეთებს ორი მფლობელი გამოუჩნდა

5,sasoflo baratebi.avi_000002320   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მაცხოვრებლები მიწების დაკანონებას სასამართლოს გზით ეცდებიან. 20-მდე ოჯახი სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.

პრობლემა სოფელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანია “ბიპიმ” სოფელ არალსა და ნაოხრებში  მიწების შესყიდვა გადაწყვიტა. კომპანიამ მიწების ნაწილი შეისყიდა. სოფელ არალში რამდენიმე ოჯახის მიწას კი მეორე მფლობელი გამოუჩნდა.  როგორც გაირკვა, “საქნახშირმა” აღნიშნულ ფართობებზე ლიცენზია 2006 წელს აიღო. აღნიშნულის თაობაზე კი მოსახლეობამ მხოლოდ ახლა შეიტყო.

“თუ სხვისი იყო ეს ქონება, მაშინ რატომ მისცეს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში? მიღება-ჩაბარების აქტებით მათი საკუთრებაა. მოსახლეობა ამის გარკვევას ცდილობს. ამიტომაც მიმართეს სასამართლოს” – აცხადებს არლის დეპუტატი თენგიზ ქომოშვილი

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახნავ-სათეს ნაკვეთებს წლებია ამუშავებენ და სახელმწიფოს მისი გასხვისების უფლება არ ჰქონდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე