ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში ნორჩი პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 11 საჯარო სკოლის 19-მა მოსწავლემ საკუთარი ლექსები შეკრებილ საზოგადოებას წაუკითხა. ღონისძიების დასასრულს ისინი გამგეობისგან ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ახალგაზრდა პოეტების საუკეთესო ლექსები შემდეგში კრებულის სახით გამოიცემა.