”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლუდის პროდუქციაზე ფასმა შესაძლოა მოიმატოს

1  მარტიდან, ლუდის პროდუქციაზე ფასმა შესაძლოა  20-25 თეთრით მოიმატოს. ცვლილება მწარმოებელი კომპანიებისათვის ლუდის აქციზის გაძვირებამ გამოიწვია. ამასთან დაკავშრებით,  ეკონომიკის ექსპერტების, ხელისუფლებისა და ლუდის ინდუსტრიის წარმოამდგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. აქციზის გაძვირებას  უარყოფითად აფასებენ ლუდის ქართველი მწარმოებლები. მათი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ  აქციზის გაძვირებაზე ბიზნესმენებთან საუბარი დეკემბრის თვეში დაიწყო, იმ დროისათვის კი მწარმოებლებს 2015 წლის გეგმა უკვე გაწერილი ჰქონდათ.

ლუდზე აქციზის გაზრდას წამგებიან ნაბიჯად მიიჩნევენ ეკონომიკური ექსპერტებიც. მათი თქმით, აქციზის გაძვირების შედეგად, ფინანსთა სამინისტრო დაახლოებით 20 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება, თუმცა პროცესი როგორც ლუდის წარმოებას, ასევე მის რეალიზაციასაც შეამცირებს. გარდა ამისა, ექსპერტები იმ შეზღუდვებსა და რეგულაციებზეც საუბრობენ, რომლებიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ლუდის მოხმარებას შეეხება.

ლუდის აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ” კვლევა ჩაატარა. მისი ანალიტიკოსების განმარტებით, აქციზის გაძვირებით ლუდის მწარმოებლებისათვის 2015 წლის სეზონი წამგებიანი იქნება. მათივე თქმით, უმჯობესი იქმებოდა ახალი რეგულაცია მთვარობას  სეზონის დასრულების შემდეგ  მიეღო.

1 მარტიდან 1 ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი გაორმაგდება და 40 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდება. აღნიშნული რეგულაციის  შეცვლას ფინანსთა სამინისტრო  არ აპირებს. უწყებაში განმარტავენ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და აღარ შეიცვლება.

Information

This entry was posted on 15/02/2015 by in საზოგადოება and tagged , .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე