ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა 10-მა ახალგაზრდამ მიიღო. დაძაბული თამაშის შემდეგ 3 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი სოფელ მუსხის მკვიდრმა ზურაბ ოქრომელიძემ, მეორე- ქალაქ ვალის მაცხოვრებელმა ვიქტორ მანველიშვილმა, მესამე ადგილი კი სოფელ წყორის წარმომადგენელმა, ბადრი ასპანიძემ მოიპოვა. ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაიმართა. გამარჯვებულებს ორგანიზატორებისაგან მედლები, საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.