”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვიდან 5 წელი გავიდა

ბაკურიანელი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მოციგურავე, რომელმაც  2010 წლის 12 თებერვალს  უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე, სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, მშობლიურ დაბაში გაიხსენეს. 5 წლისთავთან დაკავშირებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ტრაგიკულად დაღუპული მოციგურვე, დაბა ბაკურიანში, უფლის შობის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. საფლავისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დღემდე მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგეგმება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის მუზეუმის გახსნაც, სადაც სპორცმენის ნივთები და სიგელები იქნება განთავსებული.

12 თებერვალს, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 5 წლისთავზე, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ მიცვალებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და აღნიშნა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახით, ქვეყანას არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ,  ერთ-ერთი მორწმუნეც დააკლდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო.  2010 წლის 12 თებერვალსოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მან კანადაში, უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და  ტრასის ბორტს შეეჯახა. რის  შედეგადაც, იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ბაკურიანელი მოციგურავე  საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე