”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სტუდენტები პროექტს მოამზადებენ

რა არის საჭირო ახალციხის მუნიციპალიტეტის უკეთ განვითარებისათვის, როგორი მდგომარეობაა ამჟამად და არსებობს თუ არა სამომავლო პერსპექტივები- აღნიშული საკითხების შესასწავლად, 12 თებერვალს, ახალციხის ადგილობრივ  ხელისუფლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

თვითმმართველობის პირველი პირებისაგან მათ ინფორმაცია შესრულებული საქმიანობის, დასახული პრიორიტეტებისა და  არსებული პრობლემების შესახებ მიიღეს. აღნიშნული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის“ პროექტის, სახელწოდებით  ,,სტუდენტები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის“ორგანიზებით გაიმართა. მის ფარგლებში სტუდენტებით დაკომპლექტებული 53 ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც  ქვეყნის მასშტატით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მუშაობაში ჩერთვებიან და საბოლოოდ პროეტს მოამზადებენ. აღნიშნული საკითხები, შემდეგში ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციების სახით მიეწოდებათ.

Information

This entry was posted on 12/02/2015 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე