”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი მოსწავლეები ნასას კენედის ცენტრში გაემგზავრებიან

10647070_436180526529065_5851479838419441356_nახალციხელი მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები გახდნენ.  №6-ე საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა “მზექას” მოსწავლეების, ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გუნდის პროექტმა „მულტიკლიმატიზატორი“ პირველი ადგილი მოიპოვა. საბუნებისმეტყველო მეცნიერების ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ პროექტს უპირატესობა ინოვაციური მეტეოროლოგიური სისტემის გამოგონებისთვის მიანიჭა. კონკურსში სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.

საქართველოში მიღწეული წარმატების შემდეგ, ახალციხელი  მოსწავლეები აშშ-ში გაემგზავრებიან და მონაწილეობას კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში მიიღებენ, რომელიც 2015 წლის 9-11 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center) გაიმართება.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლის სექტემბერში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 9 რეგიონის 77 სკოლიდან 88 გუნდმა მიიღო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე