”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

პოეზიის მოყვარულთათვის ახალციხეში ,,ლიტერატურული სალონი” გაიხსნა

პოეზია,ლიტერატურის სიყვარული, აქტიურობა კულტურულ ღონისძიებებში, ჩართულობა  ახალგაზრდულ ცხოვრებაში- ეს ის საკითხებია,რომლებიც ლიტერატურული სალონის 20-მდე წევრს აერთიანებს. პოეზიისა და პროზის  მოყავრული ახალგაზრდები სასტუმრო ,,ლომსიაში“ შეიკრიბნენ და საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტირიას გააცნეს.

შეხვედრას ორგანიზება პროექტის ,,ახალგაზრდები საქართველოში- გამოწვევები და პერსპექტივები“ წარმომადგენლებმა გაუწიეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთიან 4 ახალგაზრდა შეირჩა, მათ  მინი გრანტის, კერძოდ 450 ლარის ფარგლებში ,,ლიტერატურული სალონი“ ჩამოაყალიბეს. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე