ახალციხის მუნიციპალიატეტის გამგეობა 29 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს კიდევ ერთხელ გამოაცხადებს -ამის შესახებ 10 თბერვალს გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე ისაუბრეს. როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში განმარტავენ, კონკრეტულად რომელ პოზიციებზე გამოცხადდება კონკურსი ეს ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. ვაკანტური თანამდებობების ნუსხა საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე განთავსდება.
თვითმმართველობის წევრებმა თათბირზე მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტში შესული ცვლილებებიც განიხილეს. მათი თქმით, მიმდინარე წელს ადგილობრივები სპეციალურ ქულებს მხოლოდ ხვნის ბარათზე,1 ჰექტარზე 140 ლარის ოდენობით მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუკი ფერმერი ხვნის ბარათს არ გამოიყენებს, მასზე დარიცხული ქულები უკვე სასოფლო-სამეურნეო ბართაზე გადანაწილდება. აღნიშნული ბარათების დარიგება ახალციხის მუნიციპალიტეტში 1 მარტიდან დაიწყება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, უკვე მიღებული ბარათის დაკარგვის ანდა დაზიანების შემთხვევაში პირმა ლიბერთი ბანკის ოფისს 1 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართოს.
თათბირზე რწმუნებულებმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ შესახებაც ისაუბრეს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განარტავენ, დასახლებათა უმრავლესობაში სოფლის კრებები უკვე გაიმართა და საჭირო პრიორიტეტებიც გამოიკვეთა. ისევე, როგორც გასულ წელს, 2015-შიც მთავარ პრობლემად კვლავ წყლის სისტემისა და სავალი გზის მოწესრიგება დასახელდა.
ყოვლეკვირეულ თათბირზე რწმუნებულბმა გამგებლისგან დავალებები მიიღეს. მათ დამეწყრილი და მეწყერსაშიში ზონების აღწერა უნდა განახორცილეონ, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, აწყურის შემდეგ მეწყერსაშიში ზონა მუნიციპალიტეტის კიდევ რამდნიმე დასახლებაში გამოვლინდა. მათ რიცხვშია სოფელი ანი, თისელი და ტყემლანა. მათივე განმარტებით, მსგავსი შესწავლა აუცილებლეია, რადგან სახელმწიფო მოსალოდნელ შემთხვევებზე ინფორმირებული იყოს.