10 თებერვალს, ბორჯომში, სამსახურეობრივი მოვალეობისას გარდაცვლილი პოლიციელი, გიორგი ბერუაშვილი დაკრძალეს. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 23 იანვარს, ლიკანში პატრულირებისას, 37 წლის, წარსულში ნასამართლევმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა. პოლიციელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გიორგი ბერუაშვილის დაკრძლვაზე ბორჯომში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს და აღნიშნეს, რომ თითოეული პოლიციელის დაკარგვა ქვეყნისა დაშინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.
როგორც ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, ამ დრომდე, დამნაშავის, 1977 წელს დაბადებული შლვა აბულაძის პოვნა ვერ მოხერხდა. მინისტრის თქმით, ამჟამად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და დამნაშავე კანონის შესაბამისად უმძიმესად დაისჯება.
ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის, გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. იგი მკურნალობას სამედიცინო ცენტრში გადის.