ციხის ხელმძღვანელის დანიშვნა, საკადრო პოლიტიკა, მშენებლობის ხარისხი, დაფინანსების საკითხი და ციხის მშენებლობის მეორე ეტაპი – ეს ის საკითხებია, რომელიც ახალციხეში განხილვის თემად იქცა. ყურადღების ცენტრში ახალციხის ციხე მას შემდეგ მოექცა, როცა ციხიდან თანამშრომელთა ნაწილი გაათავისუფლეს.