”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში 23 იანვარს დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა

policieliშსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი დღეს, 6 თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

შემთხვევა მიმდინარე წლის 23 იანვარს ლიკანში მოხდა. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დღემდე იძებნება.

Information

This entry was posted on 06/02/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე