თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნშვილი, მისი მოადგილე რატი ტატალაშვილი და ადიგენის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ჯემალ იაკობიძე უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო პროცესი დღეს დედაქალქში 15:00 საათზე გაიმართა.
“მეცხრე არხთან” ადვოკატი ეკა აბაშიძე განმარტვს, რომ სიმონ პარუნაშვილს, რატი ტატალაშვილსა და ჯემალ იაკობიძეს სააპელაციო სასამართლომ ის ჯარიმა გააუქმა, რომელიც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკისა.
შეგახსენებთ, რომ ხალციხის რაიონულმა სასამართლომ 9 თვიანი განხილვის შემდეგ, სიმონ პარუნაშვილი, რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობიძე დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით დააკისრა. ამავე დროს მათ ერთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში დანიშვნა აეკრძალათ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალი, სამსახურიებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ.
You must be logged in to post a comment.