”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ არალში ხანძარი იყო

saxandzrtoსოფელ არალში ხანძარი იყო. აკოფაშვილების საქონლის სადგომს ცეცხლი დაახლოებით 12:00 საათისათვის გაუჩნდა.

ცეცხლი ჯერ თივის ზვინს მოეკიდა, შემდეგ კი საქონლის სადგომის სახურავს მოედო.

როგორც ადიგენის სახანძრო სამსახურის უფროსი “მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში განმარტავს, დაიწვა პირუტყვის სადგომის სახურავი და ერთ ტონამდე თივა.

ავთანდილ ძაძამიას თქმით, ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და საფრთხე აღარ არსებობს.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

Information

This entry was posted on 03/02/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე