”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების პრობლემები განიხილეს

ახალციხეში მრავალპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, რაიონული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ორგანიზატორის განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც პოლიტიკურ დონეზე უფრო მეტ მსჯელობას იმსახურებს. ლევან ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს სამომავლოდ პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებიან.
შეხვედრა „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის“ ორგანიზებითა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო–ს უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის “ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში გაიმართა.

Information

This entry was posted on 30/01/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე