”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში დაისვენებენ

bakurianiშინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები მთის კურორტზე, ბაკურიანში დაისვენებენ.

შსს–ს ინფორმაციით, 12 ბავშვი ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენებს და სათხილამურო სპორტს დაეუფლება. მოზარდები, ასევე, მონაწილეობას სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ .

დასვენების ბოლო დღეს ბავშვებს შორის თხილამურებზე დგომაში შეჯიბრი გაიმართება. გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრები გადაეცემათ.

Information

This entry was posted on 29/01/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე