”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავტომობილების შეძენას გეგმავს

Untitledახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავტომობილების შეძენას გეგმავს. გამგებლის განმარტებით წინა წელს გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენის მიზნით ტენდერი წელს ისევ გამოცხადდება.  აღნიშნული ავტომობილისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული.

ზაზა მელიქიძის თქმით, ასევე 2014 წელს გამოცხადებული ტენდერით, 20 თებერვლამდე შეიძენენ დასუფთავების სპეციალიზებულ მანქანას. აღნიშნულისთვის 114 000 ლარია გამოყოფილი. მისივე განმარტებით,  25 000 ლარის ფარგლებში, დასუფთავების მინი თვითმცლელი მანქანისა და საკრებულოსთვის მაღალი გამავლობის ჯიპის შეძენაც იგეგმება.

ზაზა მელიქიძე აღნიშნავს, რომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ, შესაძლოა, თანხების ოდენობა შეიცვალოს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე