”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა ჩატარდა.  სხდომაზე განსახილველად 9 საკითხი გავიდა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს გამგეობაში ოთხი  საშტატო ერთეულის დამატების საკითხს, რომლის მიხედვითაც,  ერთი შტატი გამგეობის იურიდიულ  სამსახურს დაემატა,  ორი –  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს და ერთი– ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს.  დეპუტატებმა ასევე,  განიხილეს თანამდებობრივ სარგოებთან დაკავშირებული საკითხი.

დეპუტატაებმა სხდომაზე განიხილეს ქუჩების ნუმერაციის საკითხიც. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებს სახელწოდებები, ხოლო ქუჩებს, ხეივნებს, სახლებს, მიწის ნაკვეთებს ნომრები მიენიჭებათ. გარდა ამისა, დეპუტატებმა სხდომაზე დაამტკიცეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება, რომელშიც რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ–ერთის თანახმად, შეიცვალა ტესტირების ბარიერი.

საკრებულოს სხდომაზე ერთ–ერთ საკითხად გავიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტი საკუთარი შემოსავლების კუთხით მილიონ 155 720 ლარით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსარიცხი  თანხა  280 400 ლარით.

სხდომაზე გატანილი საკითხების ნაწილს არ დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს,რომ მათ უკმაყოფილება ბიუჯეტში შესატან ცვლილებთან და  შესყიდვებთან დაკავშირებით გამოთქვეს.

დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე გატანილი ცხრავე საკითხი დაამტკიცეს. სხდომას 30 დეპუტატიდან 26 მათგანი დაესწრო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე