”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოთხი ახალი შტატი შეიქმნა

314G6242_01.AVI_000001160 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოთხი ახალი  საშტატო ერთეული შეიქმნა. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით,  ორი შტატი –  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს  დაემატა,  ერთი  – ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს და უფროსი სპეციალისტის ერთი  შტატი – იურიდიულ  სამსახურს.

ილია ზარდიაშვილის თქმით, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ახალი თანამშრომლების ფუნციებში დღემდე აღურიცხავი მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვა შევა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტს, იგი უკანონო მშენებლობებს გააკონტროლებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე