გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ახალციხის სატყეო უბნებზე ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად უკანონოდ მოჭრილი 15 კუბური მეტრი ნაძვის, სოჭისა და წიფელის ჯიშის ხე-ტყე ამოიღეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე აღმოჩნდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების კუსტარულად მოწყობილი საამქრო.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნება.
You must be logged in to post a comment.