”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრები გაუქმდა

social-saagentoსოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან  გაათავისუფლეს. ზაალ ივანიძე თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. იგი რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრს 2010 წლის აგვისტოს თვიდან ხელმძღვანელობდა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული სამსახური ყველა რეგიონში გაუქმდა. მის ბაზაზე კი ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელიც  რეგიონის მთავარ ქალაქებში ამოქმედდება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე საუბარი არ არის, რადგან ჯერ თავად სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესშია. დეტალები კი ახლო მომავალში დაზუსტდება.

აღნიშნული რეორგანიზაცია სოციალური მომსახურების სააგანტოს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რომლის მიზანსაც რეგიონებში ეფექტური  სტრუქტურის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

Information

This entry was posted on 28/01/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე