”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

როგორ უნდა ისარგებლონ ფერმერებმა  შეღავათიანი აგროკრედიტით და რა პროცედურები უნდა გაიარონ მათ კრედიტის მისაღებად –  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების შეთავაზება გლეხებს ბანკებთან უთიერთობას გაუადვილებს.

სამმართველოს უფროსის თქმით, პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებული პირებისათვის  მომავალშიც გააგრძელებენ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე