”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქუჩების ნუმერაციის საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ

ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში ქუჩების ნუმერაცია და თოვლის გამო შექმნილი მდგომარეობა გზებზე – ეს და სხვა საკითხები დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფლებში მისასვლელი გზები მოწესრიგებულია. ზაზა მელიქიძის თქმით, შესაბამისმა სამსახურმა ტექნიკური მარილი გზებზე დილითვე დაყარა.
რაც შეეხება ქუჩების ნუმერაციას, გამგეობის პირველი პირის განმარტებით, საკითხი ახლო მომავალში საკრებულოს სხდომაზე განიხილება. მისივე თქმით, ნუმერაციის პარალელურად, მოხდება მოსახლეობის აღრიცხვაც.

Information

This entry was posted on 27/01/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე