”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნა.
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1ივნისს მისი საქართველოში შემობრძანება აღინიშნება, ხოლო 27იანვარს – წმინდანის გარდაცვალება.

Information

This entry was posted on 27/01/2015 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე