”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები შევიდა

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა. სიახლების თანახმად, 3 კომპონენტად დაყოფილი ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი შეიცვალა და სახელმწიფო დაფინანსება  საბრუნავი საშუალებებისა და ძირითადი საშუალებებისათვის განისაზღვრა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო– საკონსულტაციო  სამსახურში განმარტავენ, საბრუნავ საშუალებებში სათესლე მასალა, შხამქიმიკატები, დაქირავებული მიწისა და შენობების ქირა და სხვა მსგავსი საჭიროებები იგულისხმება, რისთვისაც სახელმწიფო დაფინანსება 20 000 –დან 100 000 ათასი ლარის ოდენობით 18 თვის ვადით გამოიყოფა.

ძირითად საშუალებებში კი საკუთრების შეძენა იგულისხმება, გარდა არსებული შენობა–ნაგებობისა და მიწის ფართისა. ძირითადი კომპონენტებისათვის სახელმწიფო 12 000–დან 30 000–მდე დოლარს 7 წლის ვადით გამოყოფს.

ცვლილებების თანახმად, პროგრამას კიდევ ერთი კომპონენტი, აგროლიზინგი დაემატა.

გარდა ამისა, ამოქმედდა სახელმწიფო საბანკო უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც ბანკებში სესხის მიმღებებთათვის სახელმწიფო 50%–იან უზრუნველყოფას გააკეთებს.

როგორც სამინისტროს ახალციხის საინფორმაციო– საკონსულტაციო  სამსახურში განმარტავენ, ,,შეღავათიანი აგროკრედითის“ მეორე კომპონენტის ფრგლებში სამცხე–ჯავახეთიდან დაახლოებით 800–მა ბენეფიციარმა, მესამე კომპონენტით კი 23 –მა ისარგებლა. მათივე განმარტებით, ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღება ფერმერებს საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრში შეუძლიათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე