ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში 46 კონკურსანტი დასაქმდება. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ პირთა ვინაობა ცნობილია. გასაუბრების პროცესზე გამოცხადებული 100 კონკურსანტიდან დადებითი შეფასება 46–მა მიიღო. მათგან 3 მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დანარჩენები კი გამგეობაში დასაქმდებიან. იმ კონკურსანტებს შორის, რომლებსაც დისკვალიფიკაცია მიენიჭათ, გამგეობის თანამშრომლებიც არიან. 11–ი მათგანი კონკურსს ტესტირების ეტაპზე, 3 კი გასაუბრებიდან გამოეთიშა.
მუნიციპალიტეტის ახალი თანამშრომელბი საკუთრი უფლებამოსილების განხორციელებას 3 თვის გამოსაცდელი ვადით დაიწყებენ.
რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობებს, 24 პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა უახლოეს დღეებში კონკურსს ხელახლა გამოცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო მმოხელეთა შესარჩევი კონკურსი 70 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა, რაზეც 894 განაცხადი შევიდა. საბუთების გადარჩევისა და მეორე იგივე ტესტირების ეტაპი 112–მა კონკურსანტმა გადალახა. ტესტირების შემდეგ კონკურსანტებმა საკონკურსო კომისიის წინაშე გასაუბრება გაიარეს. მათგან მესამე ეტაპზე 2 კონკურსანტი არ გამოცხადდა.