”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის უფასო სასადილოში ხელმძღვანელის შეცვალს ხმაური მოჰყვა

დაწესებულების ყოფილი უფროსის პროტესტი მერიის თანამშრომელთა მხრიდან მისი წინასწარი  გაფრთხილების გარეშე სასადილოს გახსნას მოჰყვა. ციალა შავაძე ამბობს, რომ მისი უფლებამოსილების გასვლისა და ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შესახებ მერიას მისთვის არ უცნობებია, ის, რომ სასადილოს მომარაგებისათვის მის ნაცვლად ხელშეკრულება სხვა ინდ. მეწარმესთან გაფორმდა, ყოფილმა ხელმძღვანელმა შემთვევით გაიგო.  ციალა შავაძემ მერიისგან იმ ნივთების დაბრუნება მოითხოვა, რომლებიც 9 წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში საკუთარი თანხით სასადილოსათვის შეიძინა. აქვე განმარტავს, რომ 1100 ლარი მან საკუთარი ჯიბიდან ბუნებრივი აირის გაყვანას მოახმარა.

ახალციხის მერიის თანამშრომლებმა უფასო სასადილო 15 იანვარს გახსნეს. მერის რწმუნებული ნაირა სამსონიძე განმარტავს, რომ ახალ ინდ.მეწარმესთან, მერიამ ხელშეკრულება დაჩქარებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე  გააფორმა. რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ 2 კვირის განმავლობაში სასადილოს ბენეფიციარებმა საკვები ვერ მიიღეს, ნაირია სამსონიძე განმარტვას, რომ დეკემბრის თვეში უმწეოებს მერიისაგან გარკვეული რაოდენობის თანხისა და  სურსათის სახით დახმარება გადაეცათ, რაც მათი კვებისათვის საკმარისი იყო.

ახალციხის მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ფუნქციონირებისათვის, მერიამ დროებითი ხელშეკრულება ინდმეწარმე მარინა ზაზაშვილთან გააფორმა. ახალი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მენიუ გაწერილია და პირველი დღის საკვებისათვის საჭირო პროდუქტი, დაახლოებით 1500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ჩაშლილი ტენდერისა და 2 კვირიანი პაუზის შემდეგ, ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის მერიამ საკრებულოსგან თანხმობა 13 იანვარს მიიღო. რის შემდეგაც დოკუმენტი 1 თვის ვადით, ახალ ინდ. მეწარმესთან გაფორმდა. როგორც მერის პირველი მოადილე, ზაზა თამარაშვილი განმარტავს, მარტის თვიდან შესაძლოა დაწესებულებამ ფუნქციონირება სხვა სახით განაგრძოს, რისთვისაც მერიაში რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორისაა უფასო სასადილოს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბება.

31 დეკემბრის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარებს უფასო სადილით არ უსარგებლიათ, თუმცა იმ იმედით რომ საკვბს მიიღებდნენ დაწესებულებას ყოველ დღე აკითხავდნენ. აღნიშნული პრობლემა ტელეკომპანია ,,მე–9 არხმა“ 13 იანვარს გააშუქა. 2 დღის შემდეგ, უფასო სასადილომ ფუნქციონირება დაწყო.

სასადილოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ციალა შავაძემ  საკუთარი ნივთები და ტექნიკა სასადილოდან პირველივე დღეს წაიღო. გარდა ამისა, იგი დაწესებულებაში საკუთარი ხარჯით შეყვანილი ბუნებრივი აირის გადაკეტვას აპირებს. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელობას, თვე–ნახევრიანი მუშაობის განმავლობაში, ბენეფიციართა გამოსაკვებად სასადილოს ინდ. მეწარმე მარინა ზაზაშვილი 9264 ლარის სურსათით მოამარაგებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე