2015 წელს განსახორიციელებელი პროექტები და პრიორიტეტები– ეს საკითხები 13 იანვარს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ თათბირზე განიხილეს. სოფლის მხარდაჭერისა და ინფრასრუქტურული პროეტების შესახებ, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულებს მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესაუბრნენ. მათი თქმით, დასახლებებში მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოებისათვის პრიორიტეტები ჯერ არ შერჩეულა. ამ ეტაპზე, გეგმა–გრაფიკის შედგენა მიმდინარეობს, სადაც სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრის თარიღები გაიწერება.