”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კობა აღლემაშვილს ვალეში გადმოასვენებენ

10398026_330698097124852_9035878491997951485_nამ წუთებში, ვაზისუბანში მოკლული, 31 წლის ახალგაზრდის კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი გადმოსვენება ქალაქ ვალის მშობლიურ სახლში.

მკვლელობა ვაზისუბანში, აღლემაშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა.
მას ბლაგვი საგანი თავში რამდენჯერმე აქვს ჩარტყმული.

კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ლიფტთან ახლოს, მეზობლებმა, 8 იანვარს, ნახეს.

ახლობლების თქმით, 31 წლის ახალგაზრდაზე თავდასხმა, უკვე მეორედ განხორციელდა. რამდენიმე თვის წინ კობა აღლემაშვილს, ასევე ვაზისუბანში საკუთარი სახლის სადარბაზოში თავში არმატურა, რამდენჯერმე ჩაარტყეს და იგი ერთი თვის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 108–ე მუხლით აღიძრა, რომელიც თავის მხრივ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი წლის შვილი დარჩა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე