”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს

bakurianiრამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს. მათი ძებნა, 8 იანვარს შუადღიდან მიმდინარეობდა.

თვითმხილველების თქმით, სამივე მათგანი დიდველის მთაზე საბაგიროთი ავიდა და გზა აკრძალული მიმართულებით გააგრძელა.

მთის მართვის განვითარების მენეჯერის, თამაზ გამცემლიძის განაცხადებით,  სამივე დაკარგული ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს, ტექნიკის მიყვანა ადგილზე ვერ ხერხდება, მაშველებს დაკარგულები ფეხით მიჰყავთ.

სამივე მათგანი გადაადგილებას დამოუკიდებლად ახერხებს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი 11 წლის ბიჭია. მაშველები იმედოვნებენ, რომ მათ გამოყვანას დაბნელებამდე შეძლებენ.

http://borjomi.tv/?menuid=14&id=1746&lang=1

Information

This entry was posted on 08/01/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე