”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–მ ბაკურიანში საბრძოლო მასალის შეძენა–შენახვისათვის 24 წლის ახალგაზრდა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ონისე ო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ონისე ო-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ავსტრიული წარმოების „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

Information

This entry was posted on 06/01/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე