ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მოქალაქეების გამოსაყვანად მობილიზებულნი არიან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. ამ დროისათვის სამართალდამცავები, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 200 ადამიანი თოვლიდან გამოიყვანეს -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილდნენ.