”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი

nnnnnnnnnnnnnnnnnnნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.

საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე  მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები.

სამართალდამცავები, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 200 ადამიანი  თოვლიდან გამოიყვანეს -მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს..

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს,  ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა  გზის გაწმენდით სამუშაოების ახორციელებს.

 

 

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე